ჩვენ შესახებ
შპს “ეკომედი” საქართველოს ბაზარზეა 2009 წლიდან, ახორციელებს სხვადასხვა სამედიცინო, ფარმაცევტულ და სხვა სახის დაწესებულებაში სამედიცინო და სახიფათო ნარჩენების გატანასა და გაუვნებელყოფას, სთავაზობს საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტებით მაღალხარისხიან მომსახურეობას. შესაბამისი აღჭურვილობით და მაღალტექნოლოგიური, ბრიტანეთში შეძენილი დანადგარებით (ინსინერატორი) ახორციელებს გარემოსთვის საფრთხისმომცველი (ინფექციური-სახიფათო) ნარჩენების განადგურებას.
კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკის მიზანია ნარჩენების თანამედროვე მართვის სისტემების მოდერნიზება და განვითარება, სანდო და ეკოლოგიურად უსაფრთხო მომსახურეობის უზრუნველყოფა, სისტემური და კომპლექსური მიდგომის ჩამოყალიბება ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირება და გაუვნებელყოფისას. აღნიშნული მიზანი მიიღწევა კომპანიის მართვის სისტემის დახვეწის გზით გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მოხმარების, საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების სფეროში.
კომპანია “ეკომედი” ემსახურება საქართველოს ყველა რეგიონს. ჩვენი კონტრაქტორები არიან სხვადასხვა სახის სტომატოლოგიური კლინიკები, ამბულატორიული, სტაციონარული საავადმყოფოები და ყველა სახის სამედიცინო დაწესებულება. ჩვენი პარტნიორები არიან სამედიცინო კორპორაცია ევექს-ის ყველა სამედიცინო დაწესებულება რეგიონებში, ჯეოჰოსპიტალსის კლინიკები რეგიონებში, სსიპ სსდს რეგიონებში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკები, ალიანს მედის და ახალი სამედიცინო ცენრტრის კლინიკები, ავერსის, არქიმედეს კლინიკები, სხვადასხვა სახის ესთეტიკური ცენტრი. ასევე კომპანია “ეკომედი” ემსახურება რეგიონებში არსებულ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფილიალებს და სასჯელაღსრულების რეგიონების დაწესებულებებს.
კომპანიის გუნდი საქმეს უდგება პროფესიონალიზმით, დეტალების მიმართ ყურადღებითა და სიფრთხილით. ჩვენი მომსახურების ხარისხს ადასტურებენ კმაყოფილი კლიენტები, რომლებიც იქცნენ ჩვენს მუდმივ კლიენტებად.
თითოეული ჩვენი თანამშრომელი არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომელმაც გაიარა სწავლება და მუდმივად იმაღლებს საკუთარ კვალიფიკაციას.
ნიდერლანდების საწარმოთა მართვის სააგენტოს (RVO nl) და ჰოლანდიურ კომპანია „ამეკო“-ს შორის (“Ameco Environnmental Services BV” უტრეხტი ნიდერლანდები) პროექტის „ინფექციური სამედიცინო ნარჩენების მართვა საქართველოში“ ფარგლებში შედგა ხელშეკრულება “Ameco Environnmental Services“-თან სამედიცინო ნარჩენების მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის, სადაც შპს “ეკომედი” არის პროექტის ქვეკონტრაქტორი და შესაბამისად პროექტის ფარგლებში ახორციელებს თავის საქმიანობას.
კომპანია „ეკომედი“ რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებსა და კონკურსებში.
რაც შეეხება დამაბრკოლებელ ფაქტორებს, მიუხედავად არაერთი ზეპირი ტრეინინგისა, რომელიც ადგილზე უტარდება ნარჩენებზე პასუსისმგებელ პირებს, დამკვეთის მიერ ხდება ნარჩენებთან არასწორი მოპყრობა და დახარისხება, რაც ქმნის გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს შემსრულებლისათვის.
საქართველოს ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქმნიან ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რასაც ჩვენ მივესალმებით. სამწუხაროდ არიან ისეთებიც, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობენ თავიანთი უკანონო ქმედებებით კომპანიას შეულახონ სახელი (გარკვეულ ქმედებებში ჩვენი კომპანიის სახელის გამოყენებითაც კი).
რატომ უნდა მოგვმართოთ ჩვენ?
- ჩვენ გაგვაჩნია ყველა პირობა ნარჩენების გატანისა და გაუვნებელყოფისთვის, მათ შორის საკუთარი ავტოპარკი
- ჩვენ ვიცავთ ნარჩენებთან მოპყრობის ყველა წესსა და სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებს
- ჩვენი თანამშრომლები გადიან სპეციალურ სწავლებას და გააჩნიათ სამუშაო გამოცდილება
- ჩვენ ვპოულობთ ინდივიდუალურ მიდგომას ყველა შემკვეთთან
- ჩვენ გაგვაჩნია 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს ბაზარზე
- ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებთან
- კომპანია „ეკომედი“ მუშაობს ეკოლოგიური ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით