სერვისები
გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ნარჩენების წარმოქმნის და მათი უარყოფითი გავლენის პრევენციის ან შემცირების, ნარჩენების მართვის ეფექტური მექანიზმების შექმნის, რესურსების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების და რესურსების უფრო ეფექტური გამოყენების მიზნით სახელმწიფო ატარებს შესაბამის პოლიტიკას და ამ პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისათვის მიღებულია და გამოცემულია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კერძოდ: 2014 წლის 26 დეკემბრის #2994 „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონი და ამ კანონის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნები ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნებისმიერი სახის ნარჩენი,მათ გაუნებელყოფას ახდენს ჩვენი კომპანია, კერძოდ:
და სხვა დაწესებულებები, სადაც წარმოიქმნება საკვები ნარჩენები.
საკვებ ნარჩენებთან არასწორმა მოპყრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს. სწორი უტილიზაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონისას, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამიტომ, საკვები ნარჩენების გატანა/უტილიზაცია უნდა გაფორმდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
და ყველა სხვა დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.
რა არის სამედიცინო ნარჩენი?
სამედიცინო ნარჩენები – არის ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება სამედიცინო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, სამკურნალო-დიადნოსტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების დროს.
მათ მიეკუთნება:
- ინფიცირებული და პოტენციურად ინფიცირებული ნარჩენები. მასალები და ინსტრუმენტები, ნივთები დაბინძურებული სისხლით ან/და სხვა ბიოლოგიური სითხეებით. პათოლოგოანატომიური ნარჩენები
- ოპერაციების ორგანული ნარჩენები (ორგანოები, ქსოვილები და ა.შ.)
- საკვები ნარჩენები ინფექციური განყოფილებიდან
- მიკრობიოლოგიური, კლინიკო-დიაგნოსტიური ლაბორატორიების, იმუნობიოლოგიური და ფარმაკოლოგიური წარმოების ნარჩენები
- გამოყენებისთვის გამოუსადეგი ვაქცინები და სხვა
ეპიდემიოლოგიური საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, ამ სახის ნარჩენებთან აუცილებელია ფრთხილი მოპყრობა.
და სხვა დაწესებულებები, სადაც წარმოიქმნება ბიოლოგიური ნარჩენები (ვადაგასული საკვები პროდუქტები)
რა არის ბიოლოგიური ნარჩენი?
- ვეტერინარული კონფესკატები (ხორცი, თევზი, ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქცია), გამოვლენილი ვეტერინარო-სანიტარული ექსპერტიზის შედეგად სხვადასხვა სახის ორგანიზაციებში, კომპანიებში და ობიექტებზე;
- ვადაგასული კვების პროდუქტები;
- ცხოველისა და ფრინველის ცხედრები, მათ შორის ლაბორატორიებში;
- სხვა ნარჩენები, მიღებული ცხოველური წარმოშობის საკვები და არასაკვები ნედლეულის გადამუშავების შედეგად.
ბიოლოგიურ ნარჩენებთან არასწორმა მოპყრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც გარემოს, ასევე კომპანიის იმიჯსაც. სწორი უტილიზაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონისას, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამიტომ, საკვები ნარჩენების გატანა/უტილიზაცია უნდა გაფორმდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
და სხვა დაწესებულელბა, სადაც წარმოიქმნება ქიმიური ნარჩენები
ქიმიურ ნარჩენებს მიეკუთნება:
- ლაბორატორიული და ქიმიური ნარჩენები
- ქლორის შემცველი გამხსნელების ნარჩენები
- მოუკითხავი ქიმიური ნივთიერებები
- მჟავები, ტუტე, ამიაკის ხსნარები
- ვადაგასული სადეზინფექციო საშუალებები
რითი არის სახიფათო ქიმიური ნარჩენების არასწორი უტილიზაცია?
ქიმიურ ნარჩენებთან არასწორმა მოპყრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს. სწორი უტილიზაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონისას, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამიტომ, ქიმიური ნარჩენების გატანა/უტილიზაცია უნდა გაფორმდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
სამრეწველო ნარჩენები — არის მასალების, ნედლეულის, ნახევრად მზა პროდუქციის, ნივთიერებების ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების შედეგად და აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგული სამომხმარებლო თვისებები.
სამრეწველო ნარჩენებთან არასწორმა მოპყრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს. სწორი უტილიზაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონისას, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
და სხვა დაწესებულებები, რომლებსაც შეხება აქვთ ვადაგასულ მედიკამენტებთან და ფარმაცევტულ ნარჩენებთან
ვადაგასულ მედიკამენტებს და ფარმაცევტულ ნარჩენებს მიეკუთნება:
- ვადაგასული სამკურნალო საშუალებები, სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალებების ნარჩენები
- სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც დაკარგეს სამომხმარებლო თვისებები
- ფარმაცევტული პროდუქციის ნარჩენები, მისი წარმოებისა და მომზადების ნარჩენები
ვადაგასული სამკურნალო საშუალებების არასწორ უტილიზაციას შეუძლია ზიანი მიაყენოს გარემოს.
სწორი უტილიზაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონისას, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამიტომ, საკვები ნარჩენების გატანა/უტილიზაცია უნდა გაფორმდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
და სხვა დაწესებულება, რომელსაც გააჩნია ვადაგასული საკვები პროდუქტი.
ვადაგასულ საკვებ პროდუქტს მიეკუთნება:
- ვადაგასული ხორცის საკვები პროდუქტები
- ვადაგასული თევზის საკვები პროდუქტები
- ვადაგასული კონსერვები
- ვადაგასული ხილ-ბოსტნეული
- ვადაგასული რძის ნაწარმი პროდუქტები
- სხვა ვადაგასული საკვები პროდუქტები
საკვები პროდუქტების ნარჩენების გატანა და უტილიზაციის პრობლემა ექმნებათ საცალო-საბითუმო გაყიდვის ობიექტებს. ვადაგასული საკვები პროდუქტების ნარჩენებთან არასწორმა მოპყრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც გარემოს, ასევე კომპანიის იმიჯსაც.
და სხვა დაწესებულებები, სადაც არსებობს სხვადასხვა სახის ტექნიკის გატანისა და უტილიზაციის საჭიროება.
უტილიზაციაზე ვღებულობთ შემდეგი სახის აღჭურვილობასა და ტექნიკას:
- კომპიუტერული ტექნიკა
- სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა
- საოფისე ტექნიკა
- სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნიკა
- ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა და საოფისე ტექნიკა
და სხვა დაწესებულება, სადაც წარმოიქმნება ტექსტილის ნარჩენები
ტექსტილის ნარჩენების სახეობები
- ტექსტილის დაწესებულებებში არის ძაფების, ქსოვილების, ნაჭრების ნარჩენები. სამედიცინო დაწესებულებებში, სასტუმროებში- გაცვეთილი პირსახოცები, თეთრეული და სხვა.
- გაცვეთილი სპეცტანსაცმელი, რომელიც მოითხოვს უტილიზაციას, რეგულარულად ჩნდება საწარმოებში, ფაბრიკებში, საავადმყოფოებში, საავტომობილო კომპანიებსა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში.
საქონლის განადგურება-საბაჟო რეჟიმია, როდესაც საქართველოში შემოტანილი საქონელი ნადგურდება საბაჟო და სათანადო სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლების კონტროლის ქვეშ, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
განადგურების არჩეული მეთოდი არ უნდა აზიანებდეს გარემოს, განადგურების ადგილი კი შერჩეულ იქნას საქართველოს კანონის გათვალისწინებით.
და სხვა მსგავსი დაწესებულება.
მოჭრილი თმა და ფრჩხილი არის ბიოლოგიური ნარჩენი და მოითხოვს სათანადო უტილიზაციას.
და სხვა დაწესებულებები, სადაც წარმოიქმნება ლაბორატორული ნარჩენები.
ლაბორატორულ ნარჩენებს მიეკუთნება:
- ტუტე
- მჟავები
- კონცენტრატები
- სხვა ქიმიური ლაბორატორული ნარჩენი
და სხვა დაწესებულება, სადაც წარმოიქმნება ალკოჰოლური და უალკოჰოლო ნაწარმის ნარჩენები.
ალკოჰოლური და უალკოჰოლო ნაწარმის ნარჩენების გატანა და უტილიზაციის პრობლემა ექმნებათ საცალო-საბითუმო გაყიდვის ობიექტებს. ამ სახის ნარჩენებთან არასწორმა მოპყრობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც გარემოს, ასევე კომპანიის იმიჯსაც. სწორი უტილიზაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონისას, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
და სხვა დაწესებულება, სადაც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ქიმიის ნარჩენები.
რა მიეკუთნება საყოფაცხოვრებო ქიმიის ნარჩენებს:
- წეპო და სხვა მსგავსი საშუალება
- აბრაზიული ნაწარმი
- სარეცხი საშუალებები
- მწერებთან, მღრღნელებთან ბრძოლის საშუალებები
- სადეზინფექციო საშუალებები, დეზოდორანტები
რით გემუქრებათ საყოფაცხოვრებო ქიმიის ნარჩენების არასწორი უტილიზაცია?
სწორი უტილიზაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონისას, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამიტომ, საყოფაცხოვრებო ქიმიის ნარჩენების გატანა/უტილიზაცია უნდა გაფორმდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
და სხვა დაწესებულება, რომელსაც სჭირდება საბურავების უტილიზაცია.
ავტომობილების რაოდენა იმატებს ყოველწლიურად, პარალელურად იზრდება გაცვეთილი საბურავების რიცხვიც.
საბურავი უკიდურესად აალებადია და წვისას გამოყოფს საშიშ კანცეროგენებსა და ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობ, არამედ სიცოცხლესაც.
საბურავი, რომელიც არ ექვემდებარება დაწვას, მაგრამ იმარხება მიწაში, ასევე აყენებს ეკოლოგიას და ადამიანს კოლოსალურ ზიანს. დამარხვის შემთხვევაში გარდაუვალია საბურავის კონტაქტი მიწისქვეშა (გრუნტის) და ნალექ წყლებთან, რის შედეგად ხდება უაღრესად ტოქსიკური ნაერთების გამორეცხვა და ნიადაგის ფენებში გადასვლა, მისი შემდგომი ინფიცირებით.
ასევე გამოყენებული საბურავები კარგი თავშესაფარია მღრღნელებისთვის, რაც ამაღლებს ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს.
ამ პრობლემების იგნორირებას მივყავართ ეკოლოგიური კატასტროფისა და დაავადებების პროვოცირებამდე.
ხორცისა და თევზის ნარჩენებს მიეკუთნება:
– მეცხოველეობის, მეფრინველეობის (მათ შორის ბუმბულის ნარჩენები), მეთევზეობის, ცხოველთა სასაკლაოს ნარჩენები (მათ შორის დაბინძურებული და ინფიცირებული ჭურჭელი);
– ცხოველებისა და ფრინველების ლეშები, როგორც მთელი, ასევე მათი ნაწილები;
– ვადაგასული ან კვებისათვის გამოუსადეგარი ხორცის კონსერვები;
– ვეტერინარული კონფისკატები (გამოუსადეგარი ხორცის ნაწარმი);
– ვეტერინარული ნარჩენები;
– ცხოველური წარმოშობის ცხიმები.
ხორცისა და თევზის უტილიზაციის თავისებურება
სხვადასხვა დაწესებულებაში, გარკვეული პროცესების შედეგად, წარმოიქმნება ნარჩენები, რომლებმაც ნაწილობრივ ან სრულად დაკარგეს თავისი ორგანოლეპტიკური თვისებები. ხორცისა და თევზის ნარჩენების უტილიზაცია მოითხოვს დროულ განხორციელებას. ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობასთან, არამედ ხორცის გახრწნის სწრაფ ტემპებთან, რაც იწვევს სახიფათო მიკროორგანიზმების, პარაზიტების, ბაქტერიებისა და სოკოს წარმოქმნას. ასევე, მაღალი ტემპერატურისა და მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ხორცი გამოყოფს ტოქსიკურ შენაერთებს. ამ სახის ნარჩენების არასწორ მართვას მივყავართ ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებამდე, ადამიანებსა და ცხოველებში სხვადასხვა დაავადებების გავრცელებამდე და არასასურველ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციამდე.