გახსოვდეთ, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმათ:
- მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
- სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება
- ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
- მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა
- სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
- ნარჩენების ტრანსპორტირებისას ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება
- ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა
- სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა
- ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების ან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა
- არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადისა და პირობების დარღვევა
- გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა
- კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა
- ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობა
- სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა
არის სამართალდარღვევა და იწვევს ადმინისტრაციული საქმის წარმოებას
სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხა და კლასიფიკაცია დადგენილია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს #426 დადგენილებით.
Leave a Reply